❗️❗️❗️ „ამ ტემპით შესაძლოა წლები დასჭირდეს სლოვიანსკისა და კრამატორსკის აღებას»,- რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი იდეოლოგიური მხარდამჭერიც კი უკვე აფრთხილებს მოსკოვს, რომ ის ადამიანურ რესურსს, ფულსა და დროს სულ უფრო შეზღუდული საბრძოლო შედეგების სანაცვლოდ ანიავებს….
🇷🇺 რუსმა Z-ბლოგერმა და მწერალმა, ევგენი ნორინმა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი იდეოლოგიური მომხრე იყო, განაცხადა, რომ რუსეთმა ამოწურა ამ ტემპით ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო რესურსების დიდი ნაწილი, აწყდება სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს და მიიჩნევს, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უნდა შეჩერდეს. ნორინის მტკიცებით, დანაკარგების თანაფარდობამ უკრაინის სასარგებლოდ 1:8-ს მიაღწია. მან ეჭვქვეშ დააყენა, თუ რის მიღწევას ცდილობს კვლავ რუსეთი და აღნიშნა, რომ მობილიზებული ჯარისკაცების მომზადება და აღჭურვა ხშირად მხოლოდ „ქაღალდზე“ ხდება, რის შემდეგაც მათ ისეთ ბრძოლებში გზავნიან, სადაც უკრაინული ძალები უკვე ელოდებიან. მან დასძინა, რომ ომმა შთანთქა რუსეთის ფინანსური, ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალი და მოსკოვი გააფრთხილა, რომ ამ ტემპით გაგრძელება ქვეყანას სერიოზულ კოლაფსთან აახლოებს.

34
5
1
1September 6, 2026 1.1K 1