🇩🇪🗃️ ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, გერმანიის საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დამაჯერებლად იმარჯვებს…
ტელეკომპანია ARD-ის მონაცემებით, პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 44,5% მოაგროვა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.
კანცლერ მერცის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) ხმათა დაახლოებით 18%-ს ჯერდება, რაც მათი გასული არჩევნების შედეგზე ორჯერ ნაკლებია.
ამ მაჩვენებლით AfD ადგილობრივ პარლამენტში (ლანდთაგში) წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს იკავებს, თუმცა სრულ უმრავლესობამდე მას მხოლოდ 3 მანდატი აკლდება.
რაც შეეხება სხვა სუბიექტებს: „მემარცხენეები“ (Die Linke) 9,5%-მდე იღებენ, „მწვანეები“ — 9%-ს, ხოლო „სოციალ-დემოკრატები“ (SPD) — 8%-ს. „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) ზუსტად 5%-იან ზღვარზე გადის, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“ (FDP), 2%-იანი შედეგით, საკანონმდებლო ორგანოს მიღმა რჩებიან.
❌ პოლიტიკურმა პარტიებმა კატეგორიულად უარყვეს AfD-სთან რაიმე სახის კოალიციის შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს ადგილობრივი მთავრობის დასაკომპლექტებლად საპარლამენტო ადგილების უმრავლესობის მოპოვება დასჭირდება.
🗳️2026 წლის 20 სექტემბერს ბერლინში ტარდება ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები….. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ფრიდრიხ მერცის პარტიას მხარს უჭერს პოტენციურ ამომრჩეველთა 21%, მემარცხენეებს 19%, AFD-ს კი 18%..... იმ შემთხვევაში თუ გერმანიის დედაქალაქში CDU ვერ გაიმარჯვებს, ეს გამოიწვევს ლეგიტიმაციის კრიზისს მერცის ხელისუფლებისთვის, რომლის ფარგლებში დემოკრატიის პრინციპის გათვალისწინებით, შესაძლოა ვიხილოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეალური წინაპირობის დადგომა... ამ შემთხვევაში კი პრორუსული AFD კიდევ უფრო დაწინაურებული რეიტინგებით შევა პოლიტიკურ ბრძოლაში

68
8
5
3
1September 6, 2026 2K 6