❗️❗️❗️ გასულ ღამეს უკრაინაზე რუსებმა მასობრივი საჰაერო-სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც შეტევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა დედაქალაქი და მისი ოლქი…..
🚀 რუსებმა კიევს 25-მდე KN-23-ისა და ISKANDER-M-ის ბალისტიკური, ასევე ZIRCON-ის ტიპის ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა ესროლეს…. ასევე გაუშვეს 40-მდე KH-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელთა უმრავლესობა საბრძოლო ავიაციამ დედაქალაქის საჰაერო სივრცეში შემოსვლამდე ჩამოყარა… სამწუხაროდ უცნობია, რამდენი ბალისტიკური რაკეტა “გაძვრა” და მოხერხდა თუ არა მათი გარკვეული რაოდენობის გადაჭერა….
🔹 2 დაღუპული და 10-ზე მეტი დაშავებულია კიევზე განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად.
🔹 ნგრევა და ხანძარია დედაქალაქის სულ მცირე 5 რაიონში. დარტყმის შედეგები ამ დროისთვის:
▪️ გოლოოსეევის რაიონი: რაკეტა მოხვდა 26-სართულიან არასაცხოვრებელ შენობას; სხვა მისამართზე ხანძარია ავტოფარეხში, რომელიც გავრცელდა არასაცხოვრებელ შენობასა და ბიზნესცენტრზე;
▪️ სოლომენკის რაიონი: ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ადამიანები ნანგრევებში არიან ჩარჩენილები;
▪️ დარნიცის რაიონი: ხანძარი იყო კერძო სახლის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხში. ხანძარი ლიკვიდირებულია;
▪️ პადოლის რაიონი: ხანძარია სასწყობო შენობაში, ასევე ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებსა და ავტოფარეხებს;
▪️ დნიპროს რაიონი: ხანძარია ავტოფარეხებში.
80
1September 8, 2026 1.9K 6 2