‼️💲 6 თვეში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომზე 10.7 ტრილიონი რუბლი, ანუ დაახლოებით $124 მილიარდი დოლარი დახარჯა, - იუწყება The Moscow Times.
🔹 საშუალოდ, ომი რუსეთს თვეში 1.78 ტრილიონი რუბლი, დღეში 59 მილიარდი რუბლი, ხოლო საათში 2.5 მილიარდი რუბლი ($29 მილიონი დოლარი) უჯდება.
🔹 ფედერალური ბიუჯეტი მთლიანი დანახარჯების 43.8%-ს ომზე მიმართავს.
2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ჯარსა და იარაღის წარმოებაზე დანახარჯები 30%-ით გაიზარდა, ხოლო ომამდელ 2021 წელთან შედარებით — 5-ჯერ მეტად.
2022 წლის დასაწყისიდან კრემლმა ჯარსა და შეიარაღების შესყიდვაზე უკვე 57.1 ტრილიონი რუბლი დახარჯა — დაახლოებით $660 მილიარდი დოლარი, რაც თითქმის უდრის რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვებს.

51
5
2
1September 8, 2026 1.6K