🟥 რუსი მწერალი და ჟურნალისტი, ამჟამად პოლიტიკური ემიგრანტი (ერთი პერიოდი საქართველოში ცხოვრობდა), რომელიც წლებია საგანგებოდ სწავლობს რუსულ Zპატრიოტულ რესურსებს, ინტერვიუში აცხადებს:
🔻"ვლადიმირ პუტინი ცხოვრობს რეალობაში, რომელიც მისთვის გერასიმოვს აქვს შექმნილი და ფრონტზე არსებული სინამდვილისგან შორს დგას. ივნისში პუტინი აცხადებდა, რომ რუსეთის არმია წარმატებით ახორციელებდა შეტევას ფრონტზე და ქალაქ სუმს 10 კილომეტრზე მიუახლოვდნენ. ახლახან ისევ გააკეთა განცხადება რუსული ძალების წარმატებულ შეტევაზე და რომ ქალაქ სუმამდე სულ რაღაც 12 კილომეტრი რჩებოდა. ამ ადამიანის გონება საერთოდ არ ახდენს იმის რეგისტრირებას თუ ადრე რას ამბობდა, ან ახლა რას ამბობს."
🔻 "რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ კონტრაქტებს მონათმფლობელობის ისეთი შემზარავი სახე აქვს მიღებული, რომ უკვე თავად Zპატრიოტებიც კი შოკში ვარდებიან."
🔻"რუსეთში საზოგადოება ძალიან გადაიღალა ომისგან, ეს აისახა Zარხების პოპულარობის დაცემაში. შემცირდა მათი გამოწერები, ნახვები, ძალიან შემცირდა დონაციები ფრონტისთვის. ამის თაობაზე უკვე თავად Zარხები ჩივიან."

39
14
1September 8, 2026 1.4K