პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი, ალის ვაიდელი… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇩🇪 პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი, ალის ვაიდელი საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე რეგიონული პარლამენტის არჩევნებში მოპოვებულ დღევანდელ გამარჯვებაზე :

📌 „ეს ისტორიული შედეგია. ჩვენ აქ ხმების %44 ან %45 პროცენტი მოვიპოვეთ, რაც სრულიად მკაფიოდ გვაძლევს მართვის მანდატს.”

🇺🇦 “ჩვენ ასევე ვუხელმძღვანელებთ ქვეყანას ფედერალურ დონეზე. გერმანელ ხალხს უბრალოდ ყელში ამოუვიდა ისეთი პოლიტიკა, რომელიც გერმანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხორციელდება.
ჩვენ გამოვედით მკაფიო პლატფორმით — წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ინტერებები და არა უკრაინის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსი.
და შემიძლია გითხრათ, რა მოხდება, როდესაც ფედერალურ დონეზე მივიღებთ მართვის მანდატს და ავიღებთ სამთავრობო პასუხისმგებლობას: ჩვენ შევამცირებთ ყველა ზედმეტ ხარჯს, გავაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს, ქვეყნიდან გავაძევებთ ყველა იმ პირს, ვისაც ქვეყნის დატოვება ევალება, ასევე ყველა დამნაშავეს და დავხურავთ საზღვრებს.”

📌 “ჩვენ ავაგებთ გონივრულ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ბოლო წლებში გერმანია უბრალოდ სრულიად განადგურდა. ამაზე პასუხისმგებელი კი, უპირველეს ყოვლისა, არის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) — ანგელა მერკელი, ახლა კი ფრიდრიხ მერცი. ეს არის კატასტროფა. ხალხს ამის ყურება არ შეუძლია და ვეღარ იტანს, რადგან გერმანია ღარიბდება.“

💬 ჟურნალისტი: „ფიქრობთ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი AfD-ისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში/ფედერალურ დონეზე ძალაუფლების მოსაპოვებლად?“

📌 „აბსოლუტურად, აბსოლუტურად! ეს არის სრულიად მკაფიო მანდატი მართვისთვის. იმპულსი მოდის როგორც სხვა ფედერალური მიწებიდან, ისე განსაკუთრებით ფედერალური დონიდან. მე ასევე ველოდები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ვარაუდობ, რომ მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი შობამდე შეიცვლება.“
🤮46❤4👎1🤡1
September 6, 2026 1.1K 7