🇩🇪 პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი ალის ვაიდელი:
📌 „ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, შეერთებულ შტატებთან და ასევე რუსეთთან, რადგან პოლიტიკა მხოლოდ ბალანსის პოვნით მუშაობს.”
🟦 რუსეთ-უკრაინის ომზე:
📌 „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს: ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიპლომატიური არხებისთვის. და ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებდით იმ ფაქტს, რომ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობთ, გვჭირდება ღია არხი რუსეთთან, რათა მივაღწიოთ ურთიერთგაგებასა და მშვიდობიან გადაწყვეტას. ჩვენ ასევე ყოველთვის ვამბობდით, რომ კარგი ურთიერთობები გვჭირდება არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებთან.”
📌 ახლა ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები წარმომადგენლებს გზავნის მოსკოვში, რათა დაალაგოს ურთიერთობა მოსკოვსა და კიევს შორის. სინამდვილეში ეს როლი შეიძლებოდა ჰქონოდა გერმანიის ფედერალურ მთავრობას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენთვის მიღებული პრაქტიკა იყო ნეიტრალური შუამავლის როლში გამოსვლა და ეს როლი ბევრად უკეთ მოგვიხდებოდა, ვიდრე რიტორიკული ომის გაღვივება, როგორც ეს დღეს ხდება.”
📌 “ჩვენ უკვე ცხრა პროცენტული პუნქტით ვუსწრებთ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU). CDU-ს დაცემა გაგრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ზრდას. მე ვპროგნოზირებ — და ეს არის ჩემი მიზანი AfD-ისთვის — 40 პროცენტი სრულიად გერმანიის მასშტაბით. და ჩვენ ამას უმოკლეს დროში მივაღწევთ, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი გვენდობა, რადგან მათ სურთ პოლიტიკური ცვლილებები, რადგან უბრალოდ აღარ სურთ, რომ სულელებად თვლიდნენ.“
42
4
3
2
1September 6, 2026 1.1K 1