უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შვედეთისგან გადმოცემულკ ASC 890… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇦 უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შვედეთისგან გადმოცემულკ ASC 890 ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის (AWACS) თვითმფრინავები უკვე ასრულებენ საბრძოლო ფრენებს. ეს კიევს საბრძოლო ველის აღქმადობის ახალ, მძლავრ შრეს სთავაზობს და მის სამხედრო-საჰაერო ძალებს კიდევ უფრო აახლოებს ნატო-ს სტანდარტების მქონე, ქსელოცენტრულ არქიტექტურასთან.

🔹 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავების გადაცემის შესახებ 2024 წლის მაისში გამოცხადდა, 2025 წლის აგვისტოში დადასტურდა, 2026 წლის მარტში კი უკრაინის ცაში ASC 890-ის პირველი საბრძოლო გაფრენები დაფიქსირდა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ F-16-ებთან, Mirage 2000-ებსა და Gripen-ებთან ტანდემში ოპერირებით, ეს პლატფორმა ქმნის ნატო-ს სტანდარტებით აგებული თანამედროვე ერთიან მონაცემთა ქსელში ჩართული საჰაერო-საბრძოლო სისტემის საფუძველს.

🔹 უკრაინა ფლობს 2 ASC 890 ტიპის თვითმფრინავს, რომელთაც დიდ ფართობზე საჰაერო სამიზნეების დიდი რაოდენობით აღმოჩენა და თვალყურის დევნება შეუძლიათ.
მისი რეალური ღირებულება სენსორების, გამანადგურებლებისა და მართვის სისტემების საბრძოლო ველის ერთიან სურათში გაერთიანებაში მდგომარეობს, რაც უკრაინულ ავიაციას საშუალებას აძლევს, საფრთხეები უფრო ადრე გამოავლინოს და იერიშების უფრო ეფექტიანი კოორდინირება მოახდინოს. იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ახდენს F-16-ებისა და Mirage 2000-ების ინტეგრირებას და ამავდროულად ემზადება Gripen-ების მისაღებად, ASC 890 ხდება ფუნდამენტურად გარდაქმნილი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი — ავიაციისა, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული საბჭოთა მოდელის ნაცვლად, სულ უფრო მეტად დასავლურ თავსებადობაზე იგება.



🔴 ASC-890-ის ტიპის ადრეული შეტყობინებისა და მართვის თვითმფრინავების აქტიურად გამოიყენება შესაძლებელია შორ მანძილებზე საჰაერო სამიზნეთა- შაჰიდის დრონების, ფრთოსანი რაკეტებისა, თუ თვითმფრინავების აღმოსაჩენად, რომლის შემდეგაც უკრაინის სჰაერო თავდაცვა აქტიურად იქნება მტრის სამიზნეთა გადაადგილების შესახებ ინფორმირებული- F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან ინფორმაციათა გაცვლა დამატებით შესაძლებლობებს მისცემს უკრაინის ცის უსაფრთხოებას, თუმცა დღეს არსებული რეალობით, მთავარი გამოწვევა საზენიტო რაკეტების დიდი დეფიციტია უკრაინის საჰაერო ძალებში


🔴 აღნიშნულ შვედურ საჰაერო რადარებს ასევე შეეძლებათ მტრის სახმელეთო ბაზირების რადარების აღმოჩენაც შორ დისტანციაზე, რაც F-16-ებისთვისა და MIRAGE-2000-5F-ის ტიპის უკრაინელთა ავიაგამანადგურებლებისთვის დამატებითი პლიუსი იქნება, რომლის შემდეგაც ისინი AGM-88 HARM-ის ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტებით შეძლებენ მტრის რადარგამომსხივებელი დანადგარების - რადიოლოკაციური სადგურებისა, თუ რებ სისტემების შორ დისტანციაზე - ( 150-200კმ-ის რადიუსში) განადგურებას.

🔹 ASC-890-ების რადარები მტრის საბრძოლო თვითმფრიანვებს 350-400კმ-ის დისტანციაზე აფიქსირებენ, ხოლო რაკეტებს/ კამიკაძე დრონებს 150-200კმ მანძილზე.
🔥51❤16👍13
September 6, 2026 1.8K 2 1