‼️ OSINT-მკვლევარი Tatarigami აღნიშნავს, რომ საინფორმაციო სივრცე უკრაინაში უფრო პესიმისტური გახდა მიუხედავად იმისა, რომ წინა თვეებთან შედარებით ომი სტრუქტურულად არ შეცვლილა.
იგი მიუთითებს, რომ უკრაინა კვლავინდებურად წარმატებულ დარტყმებს აყენებს რუსულ ლოგისტიკას, ასევე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას, თუმცა 2025 წელთან შედარებით გაცილებით დაბალი ტემპით, და ამაში უზარმაზარი დანაკარგების ფასს იხდიან.
ის აღიარებს, რომ განწყობების ცვლილებაზე შესაძლოა გავლენა იქონია თავდაცვის მინისტრის, ფედოროვის გადადგომამ, ასევე რუსების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაზე, მიყენებულმა ბოლოდროინდელმა დარტყმებმა.
თუმცა იგი მიუთითებს, რომ უკრაინას უკვე გამოვლილი აქვს 2022 წლის გამოცდილება, როდესაც რუსებს ბალისტიკური რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი ჰქონდათ, უკრაინელებს კი მათი ჩამოსაყრელი საშუალებები საერთოდ არ გააჩნდათ.
ასევე, საპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე აღარ არის ცალმხრივი: უკრაინამ შავი ზღვით რუსული ექსპორტის გაცილებით დიდი მოცულობები დაბლოკა, ვიდრე თავად დაკარგა.
13
8
2September 2, 2026 818 1