სისტემა ავტომატურად აანალიზებს ვიზუალური მონაცემების მასივებს და ეხმარება ტექნიკის, პოზიციებისა და სხვა პოტენციური სამიზნეების უფრო სწრაფად გამოვლენაში, რის შემდეგაც ადამიანი ამოწმებს შედეგს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ასეთი მიდგომა შეესაბამება human-in-the-loop-ის პრინციპს, რომლის დროსაც AI გამოიყენება როგორც ანალიზის დაჩქარების ინსტრუმენტი, თუმცა არ იღებს იარაღის დამოუკიდებლად გამოყენების უფლებას (ესეც შეიცვლება მალე).
მთავარი უპირატესობა მდგომარეობს არა მხოლოდ ცალკეული ანალიტიკოსების დროის ეკონომიაში, არამედ სამიზნის განადგურების მთელი ჯაჭვის დაჩქარებაში, მისი აღმოჩენიდან და იდენტიფიკაციიდან, მონაცემთა გადაცემასა და დარტყმის შედეგის შეფასებამდე.
იმ პირობებში, სადაც მტრის ტექნიკა და ქვედანაყოფები მუდმივად გადაადგილდებიან და ცდილობენ შეამცირონ პოზიციებზე ყოფნის დრო, სწორედ მონაცემთა დამუშავების სიჩქარე ხდება ეფექტიანობის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი.


