ანგელა მერკელი რუსეთის შესახებ: 📌 “რუსეთი რჩება ქვეყნად, რომელთანაც… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇷🇺 ანგელა მერკელი რუსეთის შესახებ:

📌 “რუსეთი რჩება ქვეყნად, რომელთანაც დიალოგის განახლება უნდა ვცადოთ.
ჩვენ გვაქვს გაზის მიწოდების ხანგრძლივი ისტორია, რომელიც ცივი ომის პერიოდიდან იწყება.რუსეთი საიმედო პარტნიორი აღმოჩნდა და ამ საკითხზე ამერიკელებთან ყოველთვის იყო დაძაბულობა.”

📌 „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ექსპლუატაციაში არასდროს შესულა, ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ მოგვიანებით დაიხურა. გაზი უფრო იაფი იყო, ასე რომ, ეს ეკონომიკური ფაქტორი გახლდათ.
ეს რომ არ გაგვეკეთებინა, უფრო ძვირი გაზის ყიდვა ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოგვიწევდა. სანაცვლოდ, ამის გაკეთება მხოლოდ 2022 წელს მოგვიხდა.”

📌 “ეკონომიკური უპირატესობა, რთული მომწოდებლები და ამერიკული გაზის არარსებობა — ამ ყველაფერმა რუსული გაზის გამოყენების გადაწყვეტილება ჩემთვის გააადვილა.
ტრამპს არ ესმის ურთიერთმომგებიანი სიტუაციები. ალიანსებში ის ვერ ხედავს, რომ სარგებლის მიღება ყველას შეუძლია.
მისთვის ყოველთვის არსებობს გამარჯვებული და ის, ვინც აგებს. მას ყოველთვის სჯერა, რომ დაჩაგრულია და სურს, გამარჯვებული გამოვიდეს.
ისეთი ალიანსები, როგორიც ევროკავშირია, სადაც სარგებელი ყველას მოაქვს, მისთვის უცხო რამ არის. როგორც ევროპელი, ამერიკასთან ურთიერთობას ეჭვქვეშ არასდროს დავაყენებდი.
არც იმის მჯერა, რომ ამერიკა გააკეთებს ამას საშუალოვადიან პერსპექტივაში.”
🖕74💩13
September 8, 2026 1.3K 6