ბრწყინვალე ამბავი გვაქვს დონბასის ფრონტიდან—- 🇷🇺❌ ეს რუსული… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

❗️❗️❗️ბრწყინვალე ამბავი გვაქვს დონბასის ფრონტიდან—-

🇷🇺 ეს რუსული სარდლობის მხრიდან დიდი შეცდომაა, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინის არმიის ოპერაციის ნაწილი გამოეპარა. ოკუპანტების მედროშეები (ფლაგერები) და მოიერიშე ქვედანაყოფები განაგრძობენ ზეწოლას, თუმცა ამჯერად მათ ისევ მოუწევთ მდინარე ჟერებეცის გადალახვა და ეს ამჯერად კიდევ უფრო რთული იქნება ვიდრე გასულ თვეებში, თუ 2025 წელს იყო...

⚔️ 4 თვის წინ მოსალოდნელი იყო, რომ რუსები 3 წლის შემდეგ (2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიბრუნეს უკრაინელებმა ) ლიმანს ისევ გააკონტროლებდნენ და იზიუმზე დაიწყებდნენ მიწოლას. შესაძლოა გადაელახათ მდინარე დონეციც და შეტევა დაეწყოთ სლოვიანსკ-იზიუმის გზაზე….ეს უკრაინისთვის სერიოზული მარცხი იქნებოდა. ამ ოპერაციამ კი ( რომლის შესახებაც ქვემოთაა მოთხრობილი) თავიდან აიცილა აღნიშნული სცენარი და დაიცვა დონბასის ჩრდილოეთ ფლანგი, რაც ვითარებას სულ მცირე რამდენიმე თვით, ან კიდევ უფრო მეტი ხნით გადაავადებს….

🇺🇦 ლიმანის მიმართულებაზე კონტრშეტევის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების „აზოვის“ მე-3 საარმიო კორპუსმა მოახერხა ლიმანის ჩრდილოეთით არსებული რუსული შვერილის გადაჭრა და 200 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორიის გათავისუფლება.
ეს არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება 2026 წელს, რაც ამ ეტაპისთვის შეაჩერებს/გადაადებს რუსების შეტევას ჩრდილოეთ დონბასზე.

🔹 ამ შეტევის შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან ეს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალზე კრიტიკული ზონაა. აღნიშნული შვერილი წარმოადგენდა ლიმანზე შეტევის პლაცდარმს, საიდანაც შესაძლებელი გახდებოდა შემდგომი შეტევები იზიუმსა და სლოვიანსკზე, რაც საფრთხეს შეუქმნიდა დონბასის ჩრდილოეთ მომარაგების გზას.

🔹 ამ ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობდა 2022 წლის მაისში, 2022 წლის სექტემბერსა და 2025 წლის მაისში, როდესაც რუსეთმა, ორწლიანი უზარმაზარი დანაკარგების შემდეგ, მოახერხა უკრაინელების რამდენიმე კრიტიკული პოზიციის დაკავება.

🔹 გეოგრაფიის ასახსნელად: აქ არის 4 მდინარე. კრასნას მდინარის ხეობა, სვატოვოდან კრემენაიამდე, რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩა. უფრო დასავლეთით არის მდინარე ჟერებეცი. დიდი ხნის განმავლობაში უკრაინა აკონტროლებდა ბევრ პოზიციას მისგან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში, საიდანაც მდინარის მიღმა არსებული მაღლობებიდან ადვილად აყენებდა დარტყმებს რუსებს. რუსეთს უზარმაზარ დანაკარგად დაუჯდა, რომ ჟერებეცის აღმოსავლეთ მხარეზე დაემყარებინა კონტროლი, ხოლო დასავლეთ მხარეს ასვლა ძალიან ჭირდა, რადგან გადასვლა მხოლოდ ღია ადგილას მდებარე რამდენიმე კაშხლით იყო შესაძლებელი.

🔹 ჟერებეცის მიღმა არის მაღლობი, რომელიც რუსეთმა გასულ წელს დაიკავა და სტრატეგიულ ლოკაციას წარმოადგენს. უფრო დასავლეთით არის პატარა მდინარე ნიტრიუსი, რომელიც უკრაინისთვის შემდეგი თავდაცვითი ზღუდე იყო და სადაც ინფილტრაციებით, დიდი ძალისხმევით ახერხებდნენ გადასვლას. უკანასკნელი კი ოსკოლის/დონეცის მდინარეებია უფრო აღმოსავლეთით ან სამხრეთით, რომელთა გადალახვაც თითქმის შეუძლებელია.

🎯 22 მაისს, მე-3 მოიერიშე ბრიგადის მექანიზებულმა ბატალიონმა, მე-3 საარმიო კორპუსის სულ მცირე 2 ბრიგადის (მე-60 და 66-ე) მხარდაჭერით, წამოიწყო მასშტაბური მექანიზებული შეტევა რუსული დრონების ინტენსიური ჩახშობის (Radio-Electronic Warfare/jamming) ფონზე… იერიში დაიწყო იზიუმის აღმოსავლეთით მდებარე ტყეებში და მიაღწია სოფელ ნოვეს. მთლიანობაში, იერიშის დროს დაზიანდა დაახლოებით 5 უკრაინული საბრძოლო ტექნიკა, ძირითადად ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონებით (რაც აჩვენებს, რომ მხოლოდ მათ შეეძლოთ ფრენა). იმ დღეს უკრაინელებმა მოახერხეს გამაგრება ნოვეს აღმოსავლეთით არსებულ ფორტიფიცირებულ ტყის ზოლში და დაიწყეს ლიმანის კონტრშეტევა… მომდევნო კვირას დაიწყო გაწმენდითი ოპერაციები ნოვეს შიგნით, სადაც უკრაინელებს მექანიზებული იერიშის წყალობით ცოცხალი ძალის დიდი უპირატესობა ჰქონდათ.

🔹 სანამ აღმოსავლეთიდან ნოვეზე იერიში მიმდინარეობდა, უკრაინელები გამაგრდნენ ნოვეს დასავლეთით მდებარე კიდევ 3 ტყეში, რათა გაეფართოებინათ შეტევის ფრონტი. 1 ივნისისთვის ნოვე ძირითადად გათავისუფლებული იყო, ხოლო შეტევა სამხრეთით გრძელდებოდა.
❤70🔥25👍16🍾9👏5🫡2
September 8, 2026 1.7K 2 5