🇵🇱 პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი:
🇷🇺 “პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რასაც მესამე რაიხი გერმანიაში, როცა ლონდონს ბომბავდა. იქ დღეში ათასამდე ადამიანი იღუპებოდა. პირველი ბალისტიკური რაკეტები V2 ლონდონზე მხოლოდ 1944 წლის ნოემბერში გაუშვეს და 10 000 ადამიანი მოკლეს, მაგრამ მან მაინც წააგო ომი.”
📌 “ჩემი აზრით, შეცდომა იმაშია, რომ თუ ქალაქს ურტყამ და დღეში ორიდან თორმეტამდე ადამიანს კლავ, ეს არანაირად არ მოქმედებს უკრაინის არმიის შესაძლებლობაზე, დაიცვას დონბასი. თუმცა რუსებს შეიძლება ჰგონიათ, რომ ეს დააშინებს მოსახლეობას და გავლენას მოახდენს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. სწორედ ამაზე ითვლიდნენ გერმანელები კოვენტრისა თუ ლონდონის დაბომბვისას და გარკვეულწილად მოკავშირეებიც ჰამბურგის, ბერლინისა თუ დრეზდენის დაბომბვისას. ორივე შემთხვევაში ეს კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა — ადამიანები თავდასხმისას ხელისუფლების გარშემო ერთიანდებიან. თავის მხრივ უკრაინელები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამენ და აქ არის მთავარი კითხვა — ვის რა კარტები აქვს. თუ უკრაინელებს რუსეთის ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობების ნახევარზე მეტის განადგურება მოახერხეს, მაშინ პუტინს ამ ომის წარმოებაში ფიზიკური პრობლემები გაუჩნდება.”
54
16
12
2
1September 9, 2026 1.5K