საკონტრუქტორო ბიურო „ლუჩმა“ (LUCH) პოლონეთში სამხედრო გამოფენა MSPO… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇦🚀 საკონტრუქტორო ბიურო „ლუჩმა“ (LUCH) პოლონეთში სამხედრო გამოფენა MSPO 2026-ზე „ვილხას“ (Vilkha) სარაკეტო კომპლექსისთვის განკუთვნილი ახალი რაკეტა წარადგინა, — Militarnyi.

🔹 GPS დამიზნების მქონე ახალი საბრძოლო მასალის დეკლარირებული მაქსიმალური ფრენის სიშორე 110 კილომეტრია, ხოლო საბრძოლო ნაწილის წონა — 220 კილოგრამი…

🚀 „ვილხა“ წარმოადგენს საბჭოთა რეაქტიული სისტემის — BM-30 Smerch-ის (9K58 ) ბაზაზე შექმნილ უკრაინულ მაღალი სიზუსტის, მოდერნიზებულ სარაკეტო სისტემას (იმავე 300 მმ-იანი კალიბრით). ვილხას“ რაკეტები ძირითადად იშვება სტანდარტული BM-30 Smerch-ის შასიდან (MAZ-543M), რომელიც მოდერნიზებულია უკრაინული ციფრული ცეცხლის მართვისა და ნავიგაციის სისტემებით.

🔹 2022 წლის რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინას შეიარაღებაში ოფიციალურად ერიცხებოდა დაახლოებით 80 ერთეულამდე BM-30 Smerch-ის გამშვები დანადგარი…. ომის მსვლელობისას დანაკარგების გამო, ზუსტი მოქმედი რაოდენობის დადგენა რთულია, თუმცა ღია წყაროების მონაცემებით, უკრაინას დღესდღეობით შენარჩუნებული აქვს BM-30 Smerch / Vilkha-ს 50-მდე გამშვები პლატფორმა.

პ.ს თუ აღნიშნული რაკეტები მასობრივად ჩაეშვება სერიულ წარმოებაში, ის ამერიკული HIMARS-ების რაკეტების, GMLRS-ების ფუნქციას შეასრულებენ უკრაინის არმიისთვის- თითქმის სამჯერ გაზრდილი საბრძოლო მუხტითა და გაზრდილი მოქმედების მანძილით….
👏38👍12❤5🤣1
September 9, 2026 1K