✅ პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე MSPO 2026, უკრაინულმა კომპანია "უკრაინულმა ჯავშანტექნიკამ" ორი ახალი ჯავშანმანქანა, "Сайгак-1" და Варта-3" წარმოადგინა.
🔻Сайгак-1" შექმნილია "ტოიოტა ჰაილუქსის" ბაზაზე, მისი დანიშნულებაა ჩაანაცვლოს ჩვეულებრივი ავტოტექნიკა ჯავშნით დაცული ავტომანქანით. ჯავშანი გათვალისწინებულია 5,56 და 5,45 მმ კალიბრის ტყვიებისაგან დაცვაზე. მანქანის ფსკერი უძლებს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების და ხელყუმბარების აფეთქების ძალას. 240 ცხ/ძ სიმძლავრის დიზელის ძრავა საშუალებას აძლევს განავითაროს 140 კმ/სთ სიჩქარე. სვლის მარაგი - 600 კმ.
🔻 Варта-3 წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებაში უკვე არსებული Варта-2-ის შემდგომ განვითარებას. მანქანა 14,8 ტონას იწონის და 326 ცხ/ძ სიმძლავრის დიზელით არის აღჭურვილი, შეუძლია განავითაროს 110 კმ/სთ სიჩქარე. დაცვის დონე პასუხობს დასავლურ სტანდარტს Level 3, მანქანის ფსკერი ასო V-ს ფორმას იმეორებს. ეკიპაჟი 2 კაცისგან შედგება და 8 ქვეითის გადაყვანა შეუძლია. ორივე მანქანა შესაძლოა აღჭურვილი იყოს დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულით.
27
7September 9, 2026 1.2K

