დიდი ბრიტანეთი უკრაინას £100 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇬🇧🇺🇦დიდი ბრიტანეთი უკრაინას £100 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ზამთრის საჰაერო თავდაცვის პაკეტს გადასცემს, რომელიც მოიცავს Patriot-ის ანტირაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სხვა საზწნიტო რაკეტებს, მსხვილკალიბრიან საარტილერიო ჭურვებსა და დრონებს. შეიარაღების მიწოდება მოხდება PURL ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოკავშირეები მისი საჭიროებებისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ. Patriot-ის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სხვა აღჭურვილობა უკრაინას ზამთრამდე მიეწოდება, რათა დაეხმაროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინული ძალების დაცვაში რუსული თავდასხმებისგან.
👍86❤16👏2🙏2🤡2
September 8, 2026 1.1K 1