🇺🇦🚀 პოლონეთის ქალაქ კიელცეში MSPO 2026-ზე უკრაინული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „შერშენი“ პირველად იყო წარმოდგენილი სრული მასშტაბით. Oboronka-ს ცნობით, გამშვები S-დანადგარი შექმნილია საჰაერო სამიზნეების დასაზიანებლად, როგორც საბჭოთა, ისე დასავლური წარმოების „მიწა-ჰაერი“ ტიპის რაკეტების გამოყენებით. გამოფენაზე ასევე პირველად გამოჩნდა ამ სისტემისთვის უკრაინაში ახლად შემუშავებული რაკეტა R-120K. სისტემა შედგება დამოუკიდებელი მართვის პუნქტისგან , სამიზნის მიდევნების რადარისგან და გამშვები დანადგარებისგან ….
🚀სისტემას შეუძლია გამოიყენოს საბჭოთა რაკეტები: R-60, R-73 და R-27, ასევე დასავლური AIM-9 და AIM-132, გარდა ამისა, ნაჩვენები იყო ადგილობრივი წარმოების R-120 რაკეტის მაკეტიც. მისი ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერ რადართან, მართვის ავტომატიზებულ სისტემა „ორენდა / ვირაჟ-პლანშეტთან“ (Oreanda / Virazh-Planshet ACS) და „კრეჩეტის“ (Krechet) სისტემასთან.

46
4
1September 9, 2026 1.2K