❗️❗️❗️ გამოქვეყნდა კადრებიც—-
🇺🇸 აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა 5 სექტემბერს ირანული ნედლი ნავთობის სამი ტანკერი დაბომბეს მას შემდეგ, რაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) ბალისტიკური რაკეტები ისროლა რეგიონში მოქმედი აშშ-ის სამხედრო-ზღვაო ძალების ორი ხომალდის მიმართულებით.
🔹 CENTCOM-ის ცნობით, ავიაზიდმა და საესკადრო ნაემოსანმა ირანის მრავალჯერად თავდასხმებს აარიდეს თავი და ამერიკელთა შორის მსხვერპლი არ ყოფილა. საჰაერო დარტყმების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ხარგის კუნძულთან მყოფი საწვავმზიდი ტანკერები- M/T Downy და ჯასკთან მდებარე M/T Stark 1. ხოლო ცარიელი M/T Kylo (ცნობილი ასევე როგორც Noxen) რამდენიმე კრიტიკულ წერტილში იქნა დაზიანებული და მას შემდეგ, რაც ეკიპაჟს ხომალდის დატოვება უბრძანეს, სრულად გაუმართავ მდგომარეობაში იყო…
🔹 CENTCOM-მა სამივე ტანკერი შეაფასა, როგორც მრავალმილიარდიანი ჩრდილოვანი ქსელის ნაწილი, რომელიც IRGC-სა და მის რეგიონულ პროქსი-ჯგუფებს აფინანსებს. ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ დარტყმების მიზანი იყო ირანისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება ამერიკულ საბრძოლო ხომალდებზე თავდასხმის გამო და გააფრთხილა თეირანი, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ-მა შესაძლოა სამიზნეში ირანის ნავთობის ფლოტი ამოიღოს.
30
28
3
2September 5, 2026 1.5K 2