🇺🇸 ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი და რეაპუბლიკური პარტიის ყოფილი მედია-პიარი, რიკ უილსონი:
📌 “ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს არ ექცევა, როგორც მოწინააღმდეგეს, რადგან ტრამპს ფსიქიკური ხარვეზი აქვს იმაში, თუ როგორ აღიქვამს იგი რუსეთს. მას სჯერა, რომ პუტინი მისი მეგობარია, რომ პუტინს იგი უყვარს, აღფრთოვანებულია მისით და ტრამპიც იმავეთი პასუხობს. პუტინი კი ტრამპს უყურებს, როგორც სულელსა და ადვილად მოსატყუებელ ადამიანს.
პუტინი ძველი დაზვერვის ოფიცერია, რომელიც ტრამპს ხედავს, როგორც პიროვნებას, რომლის მანიპულირებაც შეუძლია. ტრამპს სჯერა, რომ პუტინი მისი მეგობარია, რომ რუსეთი მომავალია და რომ რუსეთი მსოფლიოში დაუმარცხებელი ძალაა.”
📌 “ბევრი ამერიკელისთვის ეს მუდმივი საიდუმლოებაა, თუ რატომ ხდება ასე, თუმცა ასე არ უნდა იყოს. ტრამპი არის სახელმძღვანელო მაგალითი იმ ადამიანისა, ვისი მანიპულირებაც მარტივია. პუტინი კი მასზე უკვე 10 წელია მარტივად მანიპულირებს”.
25
5September 5, 2026 453