საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, პარტია „ეროვნული გაერთიანების”… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇫🇷 საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, პარტია „ეროვნული გაერთიანების” ლიდერს, მარინ ლე პენს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა სურს:

📌 „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების მომენტიდან მოვუწოდებ საფრანგეთს, მოიწვიოს დიდი სამშვიდობო კონფერენცია, რათა ხელი შევუწყოთ არა სისხლისღვრის გაგრძელებას, არამედ ამ საშინელი ომის დიპლომატიურ მოგვარებას“.


🗣️ მისმა ოპონენტმა, ექს-პრემიერმა ედუარ ფილიპმა, მკაცრად გააკრიტიკა ეს პოზიცია და განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა „რუსეთის სამსახურს ნიშნავს“: „უკრაინის დასუსტება, რომლისკენაც მარინ ლე პენი მიისწრაფვის, საფრთხეს უქმნის ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებას. მე ყველაფერს გავაკეთებ ამის აღსაკვეთად“.

🔹ლე პენმა ფილიპი პრემიერის პოსტზე წარუმატებელ მუშაობაში დაადანაშაულა და შეახსენა, რომ მისი მმართველობის დროს პუტინს ვერსალის სასახლესა და ბრეგანსონის ფორტში მასპინძლობდნენ.….

🔹 ფილიპმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ „არსებობს დიქტატორი-აგრესორი და დემოკრატია, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდა“, ხოლო მათ ერთ დონეზე დაყენების მცდელობა „დანაშაულებრივი სისუსტეა“.

🗳️საფრანგეთში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის გაზაფხულზე (აპრილში) გაიმართება.

🟦 საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ველი საკმაოდ დაყოფილია. ვინაიდან ემანუელ მაკრონს კონსტიტუციით მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ აქვს, ძირითადი კანდიდატები და ფავორიტები შემდეგი პოლიტიკური ფიგურები არიან:

ულტრამემარჯვენე ფრთა, მარინ ლე პენი („ეროვნული გაერთიანება“): გამოკითხვების მიხედვით, ამ ეტაპზე პირველ ტურში 35-38%-ით ლიდერობს სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად. (თუ სასამართლო განაჩენის გამო მას კენჭისყრა აეკრძალა, მისი პარტიიდან მთავარი კანდიდატი ჟორდან ბარდელა იქნება).

ცენტრი და მაკრონისტები, ედუარ ფილიპი : ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულ ფრთას წარმოადგენს და ამ დროისთვის ლე პენის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურენტად ითვლება.

გაბრიელ ატალი : ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მაკრონის ცენტრისტული პარტიის ლიდერობისთვის და საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძვის.

მემარცხენე ფრთა ჟან-ლიუკ მელანშონი („დაუმორჩილებელი საფრანგეთი“): მემარცხენე ძალების ვეტერანი ლიდერი, რომელსაც მეორე ტურში გასვლის სერიოზული ამბიცია აქვს. რაფაელ გლუქსმანი (სოციალისტური ალიანსი): ევროპარლამენტარი, რომელიც ზომიერ მემარცხენე ცენტრს წარმოადგენს. ოლივიე ფორ : სოციალისტური პარტიის პირველი მდივანი.

ტრადიციული მემარჯვენეები ბრუნო რეტაიო : ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ტრადიციული კონსერვატიული პარტიის სახელით აპირებს კენჭისყრას

🟦 ედუარ ფილიპი მაკრონის პირველი პრემიერ-მინისტრი იყო (2017–2020 წლებში) და მისი პარტია დღემდე მაკრონისტულ საპარლამენტო ბლოკთან თანამშრომლობს. ფილიპმა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა და მაკრონისგან პოლიტიკური დისტანცირება დაიწყო. მან ღიად განაცხადა, რომ მაკრონის მიერ 2024 წელს პარლამენტის დაშლა „შეცდომა“ იყო, რამაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. ფილიპი ცდილობს, მაკრონის პოლიტიკური ცენტრის/მემარჯვენე-ცენტრის ამომრჩევლის ძირითად ლიდერად ჩამოყალიბდეს, თუმცა უფრო კონსერვატიული, მემარჯვენე და მკაცრი მმართველობის აქცენტებით.

🟥 ისტორიულად, პირველ ტურში ლე პენი (ან ადრე მამამისი, ჟან-მარი ლე პენი) ხშირად იკავებდა პირველ ადგილს, მაგრამ მეორე ტურში ყველა სხვა პარტია — მემარცხენეებიდან დაწყებული, მემარჯვენე-ცენტრისტებით დამთავრებული — გაერთიანდებოდა ხოლმე მის წინააღმდეგ. ამ დროს ამომრჩეველი ხმას აძლევდა არა მეორე კანდიდატის სიყვარულით, არამედ „ულტრამემარჯვენეების დაბლოკვის“ პრინციპით….
👎28💩17❤5🤔3
September 5, 2026 1.7K 3 1