ომის დასასრულებლად რეალური მოლაპარაკებები შესაძლოა მხოლოდ 2027 წელს… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇬🇧🇺🇦 ომის დასასრულებლად რეალური მოლაპარაკებები შესაძლოა მხოლოდ 2027 წელს დაიწყოს, — აცხადებს ბრიტანული დაზვერვის (MI6) ყოფილი ხელმძღვანელი.

🗣️ ჯონ საუერსს მიაჩნია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სრულფასოვანი შეთანხმება მომავალი წლის გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა. მისი აზრით, მოსკოვსა და კიევს ჯერ კიდევ უფრო დიდ სამხედრო და ეკონომიკურ დანაკარგებთან მოუწევთ შეჯახება.

🔹 თუმცა, ყველაზე რეალისტურ სცენარად მას მშვიდობის ხელშეკრულება კი არა, 2014 წლის შემდეგ არსებული საბრძოლო მოქმედებების დონეზე დაბრუნება — ანუ უბრალოდ ომის ინტენსივობის შემცირება მიაჩნია.
მისი თვალსაზრისით, მდგრადი მშვიდობა პრაქტიკულად შეუძლებელია, სანამ ხელისუფლებაში პუტინი რჩება.
👍66🙏10💯2
September 6, 2026 1.9K 2 4