გუშინ ღამით გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რეალურად მოქმედებს… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🟥 გუშინ ღამით გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რეალურად მოქმედებს, თუ არა ახლა ცეცხლის შეწყვეტა, ან ზავი?!


🇺🇦 უკრაინის თავდაცვის ძალებს ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მითითებები არ მიუღიათ, იტყობინება "Суспільне" პრეზიდენტის ოფისის წყაროზე დაყრდნობით.

🗣️ მისი თქმით, აშშ-მა უკრაინასა და რუსეთთან განიხილა ავიადარტყმების შეწყვეტის შესაძლებლობა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივენ ვიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტის პერიოდში.

🔹 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა უზრუნველყოს "რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალური ფუნქციონირება" მათი ვიზიტის განმავლობაში. მან ასევე მოუწოდა მოსკოვს, სარკისებურად დაიცვას სიჩუმის რეჟიმი.

🔹 ამავდროულად, "Суспільне"-ს წყაროებმა აშშ-ის კონგრესში განაცხადეს 5-დან 8 სექტემბრამდე ზავის შესახებ შეთანხმებაზე, თუმცა მისი ფორმატი არ დაუკონკრეტებიათ.

🔹 რაც შეეხება სამხედროებისთვის მიცემულ ბრძანებებს, სიტუაცია წინააღმდეგობრივი რჩება: ზოგიერთი მეთაური უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას, ზოგი ადასტურებს შესაბამისი მითითებების მიღებას, ხოლო ზოგიც არც ადასტურებს და არც უარყოფს მათ.

➡️ ოფიციალურად ფრონტზე ზავის, ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.
🤔38❤1
September 5, 2026 1.7K 1