🟥 ფრონტზე კი რუსების ასეთი მცირე ტემპი გამოწვეულია იმით, რომ საბრძოლო მოქმედებათა ზონა სრულად გაჯერებულია დიდი რაოდენობით დრონების ოპერატორებით, ამავდროულად 3-4-ჯერაა შემცირებული ცოცხალი ძალის დანაკარგები… ამგვარად, ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსების დღევანდელი წინსვლა ცოცხალი ძალის დეფიციტითაა გამოწვეული, არის სრული ბოდვა და რეალობის დამახინჯება!
🔹 მაშინ, როდესაც ავდეევკისა და ოჩერეტინოს მიმართულებაზე (2024 წლის თებერვალ-აპრილი) რუსებმა უკრაინელთა პოზიციები გაარღვიეს, დასავლელ ექსპერტთა ცნობებით, მაშინ ფრონტი სრულად იყო გაჯერებული საკმარისი რაოდენობის ცოცხალი ძალით, თუმცა იმ ფონზე, რომ პოზიციებზე დიდი რაოდენობით უკრაინული ქვედანაყოფები იყო განთავსებული და იმისათვის, რათა „დახურულ ალყებში“ არ მოხვედრილიყვნენ, მათ დიდი მასშტაბით უწევდათ უკან დახევა, შესაბამისად, ტერიტორიული დანაკარგიც დიდი იყო… დღეს კი იმ ფონზე, რომ ფრონტი ასობით ათასი FPV დრონითაა გაჯერებული, რუსებს ზემოხსენებული ტიპის გარღვევებისა და წარმატებული წინსვლის შანსი არ გააჩნიათ…
🟥 შეჯამებისთვის კი გეტყვით, რომ 2026 წელს უკრაინას დონბასში სწორი მენეჯმენტითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით გაცილებით სტაბილური და წარმატებული მდგომარეობა აქვს, ვიდრე ეს იყო 2024 და 2025 წლებში (როცა სექტორებში 2-3-ჯერ მეტი ცოცხალი ძალა ჰყავდა განლაგებული, თუმცა საარტილერიო დაბომბვების უწყვეტობით ყოველდღიური წინსვლა ჯერადობით მეტი ჰქონდათ ოკუპანტებს)… დღეს კი ახლო და საშუალო რადიუსზე მოქმედი კამიკაძე დრონების ეფექტიანად და მასობრივად გამოყენებამ 70-75%-ით შეამცირა რუსების მიერ არტილერიის გამოყენების სიხშირე, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა ოკუპანტების წინსვლის მასშტაბებზე… ხოლო ის ფაქტი, რომ რუსები დღეს ახლოს იმყოფებიან კრამატორსკთან და სლოვიანსკთან, გამოწვეულია 2024 და 2025 წლების ბრძოლების შედეგებით - როდესაც ფრონტი დღევანდელის მსგავსად არ ყოფილა დრონებით „გადავსებული“.
35
14September 5, 2026 1.5K