Ukrspecsystems-მა წარადგინა დამრტყმელი კამიკაძე დრონი RAM-2X, რომელიც… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🟥 Ukrspecsystems-მა წარადგინა დამრტყმელი კამიკაძე დრონი RAM-2X, რომელიც მაღალი ღირებულების სამიზნეების დასაზიანებლად 180 კმ-მდე მანძილზე მოქმედებებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიის განცხადებით, მან უკვე გაანადგურა 450-ზე მეტი სამიზნე. RAM-2X-ს ჰაერში დარჩენა 2 საათზე მეტხანს შეუძლია, გადააქვს 2.7 ან 3.5 კგ-იანი კუმულაციური საბრძოლო მუხტი, იყენებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტებს და ფუნქციონირებს მრავალ სიხშირულ დიაპაზონში, ან Starlink-ის მეშვეობით. მას ასევე შეუძლია ითანამშრომლოს სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატ SHARK-M-თან, რომელიც გამოიყენება რეტრანსლატორად სამიზნეების დასანიშნად და მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის (REB) სისტემების დასაძლევად.
👏33👍10❤2
September 8, 2026 814