უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია СБУ-ს (უკრაინის… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇦 უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია СБУ-ს (უკრაინის უსაფრთხოების სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მე-5 სამმართველოს სამი სპეცრაზმელი…. ერთ-ერთი მათგანია ალექსანდრ ბოვა, რომელმაც ღამით ცეცხლი გახსნა და გაცხადებული ხმების თანახმად, სწორედ მან შეიძლება მოკლა 2022 წელს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პირველ რაუნდში უკრაინული დელეგაციის კონსულტანტი, დენის კირეევი ( პირი, რომელსაც რუსული დაზვერვის აგენტობას აბრალებდნენ)…


🟦 “სტეპან კაპლუნოვის ბინაში არანაირი საეჭვო, ან კომპრომატული ნივთი არ აღმოუჩენიათ, – აცხადებს RDK-ს (რუსეთის მოხალისეთა კორპუსი) მეთაური, დენის კაპუსტინი.


▪️ კაპუსტინმა აღნიშნა, რომ ის ჩხრეკას ესწრებოდა. ჩხრეკის შემდეგ იქ GUR-ის (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო) წარმომადგენლები დატოვეს, რომლებიც ხელოსანს ელოდებოდნენ ახალი საკეტის დასაყენებლად – მეთაურის თქმით, კარი შენგრეული იყო.

▪️ მან ასევე განაცხადა, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს იმაზე, თუ სად იმყოფება ახლა კაპლუნოვი, რა მდგომარეობაში არიან დაჭრილი მებრძოლები, ან კონკრეტულად რას ეძებდნენ СБУ-ს თანამშრომლები.

▪️ ადვოკატმა განაცხადა, რომ 23 აგვისტოს კაპლუნოვი, სავარაუდოდ, ძალის გამოყენებით წაიყვანეს СБУ-ს თანამშრომლებმა. მისი თქმით, 1 სექტემბრის გვიან ღამემდე ადვოკატმა და თანამებრძოლებმა არ იცოდნენ, თუ სად იმყოფებოდა ის.

▪️ 1 სექტემბრის ღამეს კაპლუნოვი ჩხრეკის ჩასატარებლად შუმსკის ქუჩაზე მდებარე ბინაში მიიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ, ინციდენტის დროს, ძალოვანებს შორის სროლა მოხდა.
👍33🤬13👀7❤3🤣2🤔1
September 2, 2026 1.9K 4 1