🇺🇦 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) იუწყება, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც სამხედრო დაზვერვისა და უკრაინის ГУР-ის საბრძოლო დანაყოფების დისკრედიტაციაა.
◼️ “კამპანიის განსახორციელებლად, მისი ორგანიზატორები გეგმავენ საეჭვო რეპუტაციის მქონე მედიების, ბლოგერებისა და ტელეგრამ-არხების ჩართვას, მათ შორის ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ. მოგიწოდებთ, ენდოთ მხოლოდ გადამოწმებულ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს. ასევე მივმართავთ მედიას, ჟურნალისტებსა და ბლოგერებს: თუ თქვენ დაგიკავშირდებიან შემოთავაზებით, გამოაქვეყნოთ და გავრცელოთ გადაუმოწმებელი საეჭვო მონაცემები — დაუყოვნებლივ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს.”
🟦 ‘’უკრაინის სამხედრო დაზვერვა და უკრაინის ГУР-ის დანაყოფები განაგრძობენ ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და ღირსების დაცვას ოკუპანტების წინააღმდეგ ომში, რუსული აგრესიის მოგერიებისკენ მიმართული ყველა დასახული საბრძოლო, თუ სპეციალური დავალების შესრულებას.
დიდება უკრაინას!’’ ,- აცხადებს ГУР-ი…

39
13September 3, 2026 1.7K 1 1