🇷🇺 დონბასელი რუსი სეპარატისტების ყოფილი სამხედრო ლიდერი, იგორ გირკინი ციხიდან ისევ ეხმაურება რუსეთში მოსალოდნელი მობილიზაციის თემას და წერს:
🔻 "არსებობს მკაფიო ნიშნები, რომ ერთ თვეში ან ცოტა უფრო მოგვიანებით, ქვეყანაში უცნობი მასშტაბის მობილიზაცია დაიწყოს."
🔻 "ბოლო, 2022 წლის მობილიზაციის შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ჩვენი სამხედრო მიღწევები ამ ოთხი წლის განმავლობაში მწირია, ზოგან კი კიდევ უფრო ნაკლები - ჩვენ დავთმეთ ხერსონი, ლიმანი და მრავალი სხვა. სანაცვლოდ კი ძალიან ცოტა ავიღეთ, იმასთან შედარებით რაც დავკარგეთ."
🔻 "ომი მოსახლეობაში არაპოპულარულია.
ხალხს არ ესმის, თუ რატომ მიმდინარეობს ეს ომი. ხალხს არ ესმის, თუ რატომ უნდა გაიღოს მსხვერპლი ამ ომის გამო. ხალხს არ ესმის, თუ რატომ ხდება ასე, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ომს ხელმძღვანელობენ, თავიანთი ოჯახის წევრები დასავლეთში ჰყავთ საიმედოდ დაბინავებული, იმ დასავლეთში, რომელსაც ასე წყევლიან? ზოგს შვილები ლონდონში ჰყავს, ზოგს ნიუ-იორკში, ზოგს პარიზში. და მათ საერთოდ არ აქვთ ომში წასვლის სურვილი."
🔻 "ხალხი არ ენდობა ქვეყნის ხელმძღვანელობას. ხალხს არ სურს ამ სახელმწიფოსთვის ბრძოლა და სამწუხაროდ, არც ქვეყნისთვის. ხალხს არ ესმის ამ ომის მიზნები. ამიტომ, ვისაც შეუძლია, ქვეყნიდან გარბის. ეს სამწუხაროდ ობიექტური ფაქტია. ისინი გარბიან, რათა თავი დააღწიონ მოახლოებულ მობილიზაციას."

36
15
2
2September 1, 2026 1.1K