🇰🇿🇷🇺 ყაზახეთი ემზადება მობილიზაციის გამო რუსების შესაძლო გაქცევისთვის — ქვეყანაში შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს—-
🔹 ასტანა იწყებს უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის ფასიანი ელექტრონული ნებართვების სისტემის ტესტირებას.
🔹 რუსეთის სახელმწიფო დუმამ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. დეპუტატმა ზატულინმა განაცხადა, რომ ყაზახეთმა უნდა განმარტოს, თუ როგორ ეთავსება ახალი სისტემა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში გადაადგილების თავისუფლებას.
🔹 ნებართვის გაფორმება QazETA-ს მეშვეობით ხდება და წინასწარ განაცხადის შეტანისას დაახლოებით 9 დოლარი ღირს. საზღვარზე კი მისი ფასი თითქმის ორჯერ მეტი იქნება.
ყაზახეთი რუსებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა 2022 წელს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ — მაშინ ქვეყანაში 400 ათასზე მეტი რუსი ჩავიდა.
🔹 ახლა რუსეთში კვლავ ვრცელდება ხმები ახალი მობილიზაციის შესახებ. დასავლური დაზვერვის მონაცემებით, ის შესაძლოა სახელმწიფო დუმის სექტემბრის არჩევნების შემდეგ გამოცხადდეს.

44
13
3September 1, 2026 1.6K 3