მეგობრებო, მაისში ღიად გესაუბრეთ იმ რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

‼️‼️‼️ მეგობრებო, მაისში ღიად გესაუბრეთ იმ რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელშიც „ალფა სიხშირისა“ და WORLD MILITARY-ის პროექტები აღმოჩნდა. მაშინ თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მოგვცა შესაძლებლობა, მუშაობა გაგვეგრძელებინა. ამისთვის კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა თითოეულ თქვენგანს.

დღეს კი, სამწუხაროდ, კვლავ იმავე რეალობის წინაშე ვდგავართ და გადაწყვეტილების მიღება გვიწევს.

არ გვინდა, ეს პოსტი ვინმემ უბრალოდ წუწუნად ან დახმარების თხოვნად აღიქვას. ჩვენი მიზანია, ჩვენს მკითხველს ზუსტად ვაჩვენოთ, რა მდგომარეობაში ვართ და რა დგას ამ პროექტების მომავალზე.

🔹 ენთუზიაზმი კარგია, მაგრამ ყველაფერს ვერ წყვეტს

წლების განმავლობაში ეს პლატფორმები ძირითადად სტუდენტურ ენთუზიაზმზე, მოხალისეობრივ შრომასა და პირად რესურსებზე იყო დაფუძნებული. თუმცა საინფორმაციო ომში 24/7 ყოფნა, უზარმაზარი ინფორმაციის გადამოწმება და გაფილტვრა, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ხარისხიანი მასალის მომზადება ყოველდღიურად სულ უფრო მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს.

იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც ეს პლატფორმები საჭიროებს, სხვა სამსახურთან ერთად სრულფასოვნად შესრულება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

🔹 ჩვენი პრინციპები არ იცვლება

დღესაც გვაქვს პოლიტიკური დაფინანსების მიღების შეთავაზებები კონკრეტული პოლიტიკური ნარატივების გატარების სანაცვლოდ.

ჩვენთვის ეს ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება წითელ ხაზად. დამოუკიდებლობისა და სარედაქციო თავისუფლების დათმობას არ ვაპირებთ.

მაგრამ ამ არჩევანს თავისი ფასი აქვს — და სწორედ ეს ფასი არის ის ფინანსური სირთულე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ.

🔹 ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია

ამ პროექტების გასაგრძელებლად აუცილებელია სტაბილური, ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა. საუბარი არ არის აუცილებლად დიდ თანხებზე — ბევრი ადამიანის მცირე, მაგრამ რეგულარული მხარდაჭერაც კი მოგვცემს საშუალებას, არსებობა და მუშაობა გავაგრძელოთ.

თუ ფიქრობთ, რომ „ალფა სიხშირისა“ და WORLD MILITARY-ის მიერ შესრულებული საქმე მნიშვნელოვანია, ახლა სწორედ თქვენი მხარდაჭერაა გადამწყვეტი.

სხვა შემთხვევაში, არსებული რესურსების ამოწურვის გამო, უახლოეს მომავალში პროექტების მუშაობის იძულებით და საბოლოო შეჩერებას ვეღარ ავცდებით.

ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული.

თუ ფიქრობთ, რომ ეს საქმე უნდა გაგრძელდეს, მოდი, ერთად გადავწყვიტოთ მისი მომავალი.

ვისაც გაქვთ შესაძლებლობა და თვლით, რომ ჩვენი საქმიანობა საჭიროა, მადლობა, რომ ამ გზაზე ჩვენთან ერთად ხართ. ❤️

‼️გაცნობებთ, რომ გვერდების დაფინანსება შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდით:

💳 🟧 #GE82BG0000000537580124

💳 🟦 #GE85TB7000145066300003

📍კრიპტო:

BTC: #1Jii183Fw7CM6ZkBUPWTVpHedJ6v15o2qS

USDT: #TRkckt8Mehny1U4vBaMw7b6wBcypdexUGU

ETH: #0xe5eb9278eb008cf93ee3ff15c2ac130d300ffdb3

🔴 ამავდროულად, ვისაც სურვილი გაქვთ ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერის, დონაციები შეგიძლიათ #Patreon-ის გამოყენებით - http://patreon.com/user?u=73815580

‼️დონაციებისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ #Paypal-ი - https://www.paypal.com/paypalme/OTARKONJARIA?country.x=GE&locale.x=en_US
❤38💩5👍3🙏3
August 29, 2026 2.7K