ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇪🇺 ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში, კვირას, ნავთობის ტანკერი, MV SUN დააკავეს (გემზე გადასხდნენ),

🗣️ კალასმა აღნიშნა- არსებობს ეჭვი, რომ ხომალდი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, რომელიც სანქციების გვერდის ავლას ემსახურება და რომ ის ყალბი დროშით დაცურავდა. მან აღნიშნა, რომ ეს ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირის ძალების მიერ „ჩრდილოვანი ფლოტის“ სავარაუდო ხომალდზე რიგით მეექვსე ოპერაციაა.

🔹 რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ ძირითადად შედარებით ძველი ტანკერებისგან შედგება, რომელთა მფლობელობა და რუსეთთან კავშირი ხშირად შენიღბულია ოფშორული კომპანიებისა და სხვადასხვა სქემების მეშვეობით. ეს ხომალდები გამოიყენება დასავლური სანქციების მიუხედავად რუსული ნავთობის ექსპორტის გასაგრძელებლად.

📍 კალასის თქმით, ევროკავშირი გეგმავს განაგრძოს ამ ქსელის საქმიანობის შეფერხება.…
👏16🥴2
August 31, 2026 353