რას აკეთებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? „ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇷🇺 რას აკეთებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა?
„ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა არ არსებობს და კიდევ 50 წელი არ იქნება. აი, ასეთ სიტუაციაში ვართ.“
— ვიქტორ ბარანეცი (რუსი სამხედრო ჟურნალისტი, პუბლიცისტი და თადარიგის პოლკოვნიკი, რომელიც ამჟამას მუშაობს “კომსომოლსკაია პრავდას” სამხედრო მიმომხილველად) ბრაზდება ბელგოროდელის სატელეფონო ზარზე, რომელშიც მას რუსეთის „მსოფლიოში საუკეთესო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის“ შესახებ ეკითხებიან——


📞 რეკავს რუსი მოქალაქე და აღნიშნავს, რომ ბელგოროდზე დრონებით ბოლო შეტევისას, 16 დრონიდან მხოლოდ 3 ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენმა 13-მა მიზანს მიაღწია. იგი ამბობს, რომ ეს თავად დაითვალა, რადგან ნგრევა საკუთარი თვალით ნახა. შემდეგ ეკითხება ბარანეცს: „როგორ მოხდა ეს? ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვერ იმუშავა თუ საერთოდ აღარ გვაქვს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა?“


🗣️ ბარანეცი პასუხობს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რესურსები საკმარისი არ არის მთელი რაიონისა და ოლქის სრულად დასაფარად. იგი ამბობს, რომ ეს მარტივი სიმართლეა.

📌 ბარანეცი აცხადებს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა არ არის საკმარისი, „გადის და ვატარებთ [დრონებს]“….. ის აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ ამ საფრთხის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებების მოძებნას (მათ შორის კამიკაძე დრონებითა და მობილური ცეცხლსასროლი ჯგუფებით), თუმცა ეს სწრაფად ვერ გაკეთდება.

📌 ბოლოს ბარანეცი ემოციურად და პირდაპირ აღიარებს: „ცოტაა [ძალები]! არ ვმალავ — ცოტაა! გახვრეტილია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? გახვრეტილია!”….
😁73🔥16❤6
August 29, 2026 2.1K 1 2