OSINT-მკვლევარმა იაკუბ იანოვსკიმ დაწერა სტატია კონკურენტების შესახებ… — VOL 2.0 — TG.ME

OSINT-მკვლევარმა იაკუბ იანოვსკიმ დაწერა სტატია კონკურენტების შესახებ, რომლებიც Starlink-ის ჩანაცვლებას ცდილობენ.

უპირატესობები, რომლებსაც Starlink მონაცემთა უზარმაზარი მასივების გადასაცემად იძლევა, რადიკალური წონისაა, განსაკუთრებით სამხედრო საქმეში, რაც ბიძგს აძლევს ალტერნატიული სისტემების შექმნას, რომლებიც დამოუკიდებელი იქნება როგორც ამერიკის მთავრობისგან, ისე ილონ მასკისგან.

თუმცა ჯერჯერობით კონკურენტები SpaceX-ს წლებით ჩამორჩებიან: ტექნოლოგიების, წარმოების მასშტაბირების, პროდუქციის გაიაფების პრობლემების, ასევე ბიუროკრატიული დაბრკოლებებისა და კორუფციის გამო.

კერძოდ, ევროპული Eutelsat OneWeb-ი, მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ის თანატოლია, ჩაფლულია ბიუროკრატიული განხილვების სერიაში, წარმოების მასშტაბირებისა და თანამგზავრების გაშვების ფასის შემცირების უუნარობაში.

შედეგად, კომპანიას ორბიტაზე მხოლოდ 600-ზე ოდნავ მეტი თანამგზავრი ჰყავს, რომელთა საერთო გამტარუნარიანობა 1,1 ტერაბაიტია მაშინ როდესაც Starlink-ს Falcon 9-ის ერთი გაშვებით ორბიტაზე მეტი გამტარუნარიანობა გაჰყავს.

ევროპული თანამგზავრები ტექნოლოგიურად საგრძნობლად ჩამორჩება Starlink-ს, როგორც თავად თანამგზავრების კონსტრუქციაში, ისე მათი გამშვები რაკეტების შესაძლებლობებში, რის შედეგადაც თითოეული თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანის ფასი 10-ჯერ უფრო ძვირი გამოდის.

SpaceX-ს ჰყავს ამერიკელი კონკურენტიც Amazon LEO, რომელმაც თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

იაკუბი Amazon-ის თანამგზავრებს ტექნიკური თვალსაზრისით კარგებად მიიჩნევს, თუმცა კომპანიის მთავარ ნაკლზე მიუთითებს - საკუთარი რაკეტების არარსებობა.

შედეგად, Amazon-მა კონტრაქტები გააფორმა ალტერნატიული კოსმოსური სააგენტოების უამრავ გაშვებაზე თუმცა ისინი ხშირად ჩამორჩებიან გრაფიკს, რაც SpaceX-თან კონკურენციას საგრძნობლად გაართულებს.

ჩინელებიც აქტიურად მუშაობენ ანალოგებზე და ჰყავთ ორი მთავარი კომპანია Guowang-ი და Qianfan-ი.

იაკუბი აღნიშნავს, რომ Guowang-ს თანამგზავრების კონსტრუქციისადმი უფრო კონსერვატიული მიდგომა აქვს, ხოლო Qianfan-ი ფსონს უფრო თამამ, თუმცა უფრო რისკიან პროექტებზე დებს.

თითოეულ ამ კომპანიას ორბიტაზე უკვე რამდენიმე ასეული თანამგზავრი ჰყავს, ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს მათი კავშირგაბმულობისთვის გამოყენება დაიწყება.

რუსულ „რასვეტს“ აქვს ამბიცია, ევროპული OneWeb-ის დონეზე გავიდეს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 32 თანამგზავრის გაშვება განახორციელა (რომელთაგან სამი უკვე ჩამოვიდა ორბიტიდან, კიდევ სამს კი პრობლემები აქვს).

მკვლევარი აღნიშნავს, რომ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, რუსები საკუთარ თანამგზავრებს უკრაინაში ბრძოლის ველის მაქსიმალური დაფარვისთვის არ აოპტიმიზებენ, რაც მათ უკვე ახლა მნიშვნელოვნად დახმარებოდა.

იაკუბს ასევე ეჭვი ეპარება, რომ რუსები მუდმივი დაფარვის მიღწევას 2028 წელზე ადრე შეძლებენ.

ევროპელებს ასევე აქვთ პროექტი IRIS², რომლის მიზანიცაა OneWeb-ისა და სხვა ეროვნული სატელიტური პროგრამების ერთიან ქსელში გაერთიანება.

ეს პროექტი ასევე ზარალდება უსასრულო ბიუროკრატიული განხილვებით, ასევე ევროპული კოსმოსური პროგრამის სისუსტით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მუშაობა 2030 წელზე ადრე დაიწყოს.

იაკუბი ასკვნის, რომ Starlink-ის მონოპოლია ასე თუ ისე დაირღვევა, და სხვა პროექტები ამა თუ იმ დონეზე შეძლებენ კონკურენციის გაწევას.

თუმცა ეს პროექტები მასშტაბით უფრო მცირე დარჩება, არ ექნებათ სამოქალაქო გამოყენება და ასევე მუდმივ სამთავრობო ინვესტიციებს მოითხოვენ.

მიუხედავად ამისა, მრავალი მთავრობისთვის Starlink-ის ალტერნატივების შემუშავების მთავარ მოტივატორად სატელიტური კავშირის გამოყენების მხრივ დამოუკიდებლობა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახსრები გამოიყოფა.
👀5
September 2, 2026 503
OSINT-მკვლევარმა იაკუბ იანოვსკიმ დაწერა სტატია კონკურენტების შესახებ… — VOL 2.0 — TG.ME