🇺🇸🇺🇦🇷🇺პენტაგონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა წლები გაგრძელდეს:
🗣️აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ რამშტაინის შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აღადგენს თავის სამხედრო შესაძლებლობებსა და თავდაცვის მრეწველობას, რის გამოც მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ხანგრძლივი კონფლიქტისა და უკრაინის მიმდინარე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
🔹 ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოკავშირეებს მოუწოდა, „კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ“ და უკრაინის მხარდაჭერა გაზარდონ...
🔹 უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე წარმატების 90%-მდე დრონებზეა დამოკიდებული და ითხოვა, ფინანსური გადაწყვეტილებები ნოემბრამდე მიიღონ, რათა ზამთარში პოზიციები გაძლიერდეს. ევროპელმა მოკავშირეებმა აიღეს ვალდებულება, შეიძინონ მეტი Patriot-ის სისტემა და გადასცენ რაკეტები საკუთარი მარაგებიდან.
77
27
3
2September 9, 2026 2K 2