ზელენსკი უკრაინაზე განხორციელებული ღამის თავდასხმის შემდეგ: 📌… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇦 ზელენსკი უკრაინაზე განხორციელებული ღამის თავდასხმის შემდეგ:

📌 „ტერორი მოსკოვს ასე უბრალოდ არ შერჩება…. უკრაინის პრეზიდენტმა ამ ღამის დარტყმების შედეგებზე ისაუბრა, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებებიდან სულ რაღაც 2 დღის შემდეგ განახორციელა:

🔺კიევში რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.

🔺ოდესის ოლქში დარტყმა მოლდოვის საზღვართან მდებარე გამშვებ პუნქტ „სტაროკაზაჩიეზე“ განხორციელდა. დაიღუპა ორი ადამიანი, არიან დაჭრილები. პუნქტის მუშაობა შეჩერებულია.

🔺”თავდასხმების შედეგებს ასევე ებრძვიან დნეპრში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიეში, აგრეთვე ხარკოვის, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში.
საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია კვლავ არასაკმარისი რჩება. მოსკოვი ზამთარში იმ განცდით არ უნდა შევიდეს, რომ სარაკეტო და დრონებით ტერორი მას შერჩება. აგრესია უნდა შეჩერდეს აქ და ახლა“, — განაცხადა ზელენსკიმ.
🙏55❤6🤬4😁1
September 9, 2026 1.6K