🇷🇺 სრულიად რუსეთის პროპაგანდის ვეზირად წოდებულმა ვლადიმერ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომი რუსი ხალხის წმინდა ომია:
📌 “ეს არ არის ჩვენი თაობის ომი, ეს არ არის მოხუცების მიერ მოფიქრებული რამ, ეს არ არის სადღაც იქ, კრემლის ბრძენკაცების დონეზე — არა. ეს არ არის სახელმწიფო დუმის, არც სენატის ომი. ეს არის ყველაზე მრავალფეროვანი ეროვნებისა და სარწმუნოების რუსი ხალხის წმინდა ომი. ჩვენ კარგად გვესმის, რა დგას სასწორზე და რისთვის ვიბრძვით. ლაიპციგში მომხდარი დივერსიაც და მსგავსი ინციდენტებიც მხოლოდ იაფფასიანი პროვოკაციებია, რომლითაც ჩვენი მოთმინების გამოცდასა და სიმშვიდიდან გამოყვანას ცდილობენ.
ჩვენი მტრები ვერც კი აცნობიერებენ, რასთან აქვთ საქმე. თუ რუსეთი ნამდვილად მოინდომებს, თავის მტრებს დედამიწის პირისგან აღგვის და მათგან კვალსაც კი არ დატოვებს”,- ამბობს ომახიანი მუცლითმეზღაპრე
65
14
14
6
2
1September 8, 2026 1.7K 3 1