20 სექტემბრის ფარგლებში ვგეგმავ ტრამპთან შეხვედრას ბალისტიკური… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇦🇺🇸 “20 სექტემბრის ფარგლებში ვგეგმავ ტრამპთან შეხვედრას ბალისტიკური სამიზნეების გადასაჭერი რაკეტების საკითხის განსახილველად”, — ზელენსკი.

📌 “ჩვენ ამერიკელებისგან გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები. მათ ყურადღებით მოუსმინეს იმას, თუ რა გვჭირდება და როდის. ვგეგმავ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას 20 რიცხვის ფარგლებში ამ საკითხის წამოსაჭრელად და ღვთის წყალობით, შედეგიც იქნება.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატის გასამართად თანახმაა”


🇷🇺 ამავდროულად “რუსეთი მზადაა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ვიმედოვნებთ სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას”, — აცხადებს კრემლის ტერორისტული რეჟიმის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი.

🇺🇸 აშშ-ის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი 15-დან 19 სექტემბრამდე პერიოდში უკრაინაზე განმეორებითი მასშტაბური დარტყმის მიყენებას გეგმავს: გამოყენებული იქნება როგორც სტრატეგიული ავიაცია, ასევე ბალისტიკური რაკეტები და რეაქტიული „შაჰედები“ — არანაკლები რაოდენობით, ვიდრე გასულ ღამეს.
🤬68🤡1
September 8, 2026 1.6K 1 1