უკრაინის სამხედრო დაზვერვის, ГУР-ის ყოფილმა მეთაურმა და ამჯერად… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇦 უკრაინის სამხედრო დაზვერვის, ГУР-ის ყოფილმა მეთაურმა და ამჯერად ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, გენერალმა
კირილო ბუდანოვმა უწყების გლობალური ოპერაციების ფოტოები გქმოაქვეყნა—-

🔹 ГУР-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა პირადი არქივიდან სპეცრაზმელების მუშაობის უნიკალური ფოტოები გამოაქვეყნა. კადრებში უკრაინელი მზვერავები დავალებებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასრულებენ — აფრიკიდან და უდაბნოებიდან დაწყებული, თოვლიანი ანტარქტიდით დამთავრებული.

🔹 „რუსეთიდან აფრიკამდე, კოსტიუმიდან კამუფლაჟამდე — დაზვერვის მთავარი სამმართველო ნებისმიერი საშუალებით იცავს უკრაინის ინტერესებს მთელ პლანეტაზე,“ — დაწერა ბუდანოვმა.

🔹 მან ხაზი გაუსვა, რომ გურ-ის თანამშრომლები მუშაობენ ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, უდაბნოს გავარვარებულ ქვიშასა თუ ექსტრემალურ ყინვაში: „ГУР-ი სამშობლოსთვის ყველაზე რთულ დავალებებს ასრულებს,“ — აღნიშნა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა და უკრაინელ მზვერავებს სიმამაცისა და სამსახურისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.
❤67👍28🫡8🤡1
September 8, 2026 1.8K 1 5