ქვეყნები, რომლებსაც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇦🚀 🇫🇷 🇮🇹 ქვეყნები, რომლებსაც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, ზამთრამდე უკრაინისთვის ანტირაკეტების სწრაფი გადაცემის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ—-

📌 ამავდროულად, საფრანგეთი, იტალიასთან კოორდინაციით, SAMP/T- ანტისაჰაერო სისტემისა და Aster-ის ტიპის ანტირაკეტების გადასაცემად ემზადება — იუწყებიან „უკრინფორმის“ წყაროები ელისეს სასახლეში.

📌უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ყველაზე აქტიურად პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს, ვინაიდან რუსეთი ცვლის ტაქტიკასა და იარაღის ტიპებს უკრაინაზე დარტყმების განსახორციელებლად, თუმცა საფრანგეთი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კიევისთვის მხოლოდ Patriot-ი საკმარისი არ იქნება და საჰაერო თავდაცვის საშუალებების უფრო ფართო სპექტრია საჭირო.
👍56❤13
September 8, 2026 1.3K 5 1