ლევ „ხორუს“ პაშკო — უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა „აზოვის“… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇦🛡️ლევ „ხორუს“ პაშკო — უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა „აზოვის“ შტაბის უფროსი. უკრაინის ეროვნული გვარდიის ვიცე-პოლკოვნიკი, აზოვსტალის მცველი, უკრაინის გმირი და ყოფილი სამხედრო ტყვე:



📌 „21 ივლისს რუსეთმა დონეცკის ოლქში, დოპლბროპილიას მიმართულებაზე, შახოვესთან მასშტაბური სატანკო იერიში სცადა და დაახლოებით 7 ტანკი და 2 სარაკეტო-საარტილერიო სისტემა დაკარგა. მათ არც ერთ ტექნიკას ჩვენი ხაზი არ გადაუკვეთავს.
მათ ტანკებს „Arena-M“-ის დრონსაწინააღმდეგო აქტიური დაცვის სისტემა ჰქონდა დამონტაჟებული, თუმცა ვიდეოკადრებიდანაც ჩანს, რომ მან ვერ გადაარჩინა ტანკები და ვერც სათანადოდ იმუშავა. იმ იერიშისას რუსეთისთვის ერთადერთი ეფექტური რამ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები აღმოჩნდა, რომლებმაც ჩვენი Starlink-ის ტერმინალები ჩაახშო. ამან გამოავლინა, რომ ქვედანაყოფებმა, რომლებიც მთლიანად Starlink-ზე იყვნენ დამოკიდებული, საკუთარი თავი ერთ, კრიტიკულ მოწყვლად წერტილამდე მიიყვანეს — თუ ის მწყობრიდან გამოდის, მთელი სისტემა ზიანდება..”


📌 “ზოგჯერ სიტუაცია აბსურდამდეც მიდის. ორი-3 რუსი ჯარისკაცი 10 კილომეტრის სიღრმეში შემობოდიალდება, სოფლის თავზე დროშას აღმართავს — სრულ ალყაში, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე — ამას ვიდეოზე იღებს და პატაკს აგზავნის, თითქოს ფრონტის ხაზი წინ მიიწევს. ეს ჩვენ გვეხმარება: რაც უფრო ღრმად შემოდიან, მით უფრო იოლია მათ განადგურება.”

📌 “რუსულ ლოგისტიკაზე განხორციელებული ჩვენი შორ მანძილზე დარტყმების კამპანია ნამდვილად ჭკვიანური და კარგად დაგეგმილია, თუმცა არ არსებობს ერთი კონკრეტული იარაღი, რომელიც ამ ომს მოიგებს. ჩვენ დავარტყით მათ საწვავის ინფრასტრუქტურას — მათ ადაპტირება მოახდინეს. დავარტყით მათ ლოგისტიკას — მათ კვლავ მოახდინეს ადაპტირება.”

📌 “საფრთხის დონე ქვეითებსა და დრონის პილოტებს შორის თითქმის გათანაბრდა.
ახლა რუსეთი ჩვენს პილოტებზეც ნადირობს. ცოტა ხნის წინ ჩვენი დრონების ეკიპაჟის პოზიციას მართვადი ავიაბომბი პირდაპირ მოხვდა და პილოტები დაიჭრნენ.”

📌 „აზოვში“ უკვე მსახურობენ უცხოელი მოქალაქეები, ძირითადად აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან, რომლებიც საქმეს ჩვენი მოქალაქეების დარად შესანიშნავად ასრულებენ.ვფიქრობ, უცხოელების გაწვევის გაფართოება, განსაკუთრებით საიერიშო ქვეითების პოზიციებზე, ნამდვილად კარგი იდეაა.“
❤52👍18🙏4🫡4👏1
September 8, 2026 1.4K