🇩🇪 გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი რუსეთისა და პარტია „AfD“-ს (ალტერნატივა გერმანიისთვის) შესახებ:
📌 “მინდა ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვა: აქედან 2 500 კილომეტრის აღმოსავლეთით, ამ არჩევნების შედეგით განსაკუთრებით დიდ სიხარულს განიცდიან. და ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ გადავხედავთ ყველას, ვინც ცდილობდა ამ საარჩევნო შედეგის წახალისებასა და მის მიღწევაში დახმარებას.
ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე.”
🇺🇦უკრაინის შესახებ: “არც ერთი მილიმეტრით არ გადავუხვევ ჩემს ფუნდამენტურ რწმენას, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება რუსეთისგან, განსაკუთრებით ახლა.
და თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, ხვალ ვითარება არ გაუმჯობესდება. ის კიდევ უფრო გაუარესდება. რუსეთის სახელმწიფო ხელმძღვანელობის მიზანია იმ ღირებულებათა სისტემის დესტაბილიზაცია, რასაც ოდესღაც დასავლეთს ვუწოდებდით. ეს ღირებულებათა სისტემა კი ვაჭრობის საგანი არ არის.”
🟦 მერცის სხვა განცხადებები:
📌 “როგორ მოეპყრობა „AfD“-ის მეთაურობით შესაძლო შექმნილი მხარის მთავრობა უმცირესობებს საქსონია-ანჰალტში?
და თუ იქ ზღვარი გადაიკვეთება, შემიძლია გითხრათ, რომ ფედერალური მთავრობის თვალსაზრისით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის გამოსასწორებლად. ისეთი მხარე, როგორიც საქსონია-ანჰალტია, ვალდებულია შეინარჩუნოს ერთგულება ფედერალური მთავრობის მიმართ პოლიტიკის იმ ძირითად სფეროებში, რომლებიც ფედერალურ დონეზე განისაზღვრება. ეს ეხება, მაგალითად, საიმიგრაციო პოლიტიკისა და უცხოელ მოქალაქეთა საკითხების მთელ სფეროს.”
📌 “ვხედავ, რომ ორი ძირითადი ტრადიციული პარტია — „CDU“ (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) და „SPD“ (სოციალ-დემოკრატიული პარტია) — სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.
ეს „SPD“-ის შემთხვევაში უკვე გარკვეული ხანია ასეა, მაგრამ ეს ჩვენს პარტიასაც ეხება.
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ მოსახლეობისა და ჩვენი ამომრჩევლის დაკარგული ნდობა. კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ გასულ წელს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იყო.
მაგრამ ისიცაა, რომ იმ მომენტში პირადად ავიღე დიდი პოლიტიკური კრედიტი — და ის ჯერ კიდევ არ დამიბრუნებია.”
📌 “ხელის ჩაქნევა ჩემთვის არჩევანი არ არის.
ვიცი, რომ ყველანი უკეთესები უნდა გავხდეთ და ვეძებ გზებს ამის განსახორციელებლად.
და ეს არ არის მხოლოდ რაციონალური პოლიტიკური გაგების საკითხი. ეს ასევე ყურადღების, ემპათიისა და ემოციის საკითხიცაა.
მე ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც საკუთარ ემოციებს ყოველდღიურად აშკარად არ აფრქვევენ. მაგრამ მოსახლეობას ამ თვალსაზრისითაც სურს განსხვავებული პასუხები”.
54
9
2
1September 7, 2026 1.5K 3