❗️❗️❗️ ზელენსკი:
📌 “დონბასის საკითხი — ეს არის საკითხი, მთელი პატივისცემით ჩვენი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დონბასში ცხოვრობენ ან იქიდან იძულებით წავიდნენ... დონბასის საკითხი მხოლოდ დონბასის საკითხი არ არის.
ჩემს თვალში, ეს მთელი ამ ომის საკითხია. ომის, როგორც გადარჩენაზე, ისე გამოფიტვაზე. და ეს არის ტერიტორიული საკითხი, რომელიც რუსული მხარის მიზანს წარმოადგენს. და რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინის ფორპოსტი ბევრ საკითხში. სხვათა შორის, ის, რაც გითხარით, რომ ჩვენ გავძლიერდით ბრძოლის ველზე და აღმოსავლეთით, სადაც მტერი აქტიურია, სადაც მან პირადი შემადგენლობა გაზარდა, სადაც — მიმაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ რუსეთში იქნება მობილიზაცია მხოლოდ ამ მიმართულებისთვის — ანუ იქ ბევრი გეოპოლიტიკური საკითხი წყდება, რეალურად.
ხოლო ჩვენი ბიჭები ყოჩაღები არიან, რომ იძლევიან დიპლომატიის შესაძლებლობას. ბრძოლის ველზე მტკიცე პოზიციის, უკრაინის მტკიცე პოზიციის გარეშე, იქნება მხოლოდ ულტიმატუმები. ხოლო ასე, შესაძლებელია დღეს დიპლომატია.”
📌 “და ჩვენ მართლაც ბოლო წლის განმავლობაში — არა 2026 წლის, არამედ ბოლო 10-12 თვის განმავლობაში — გავხდით უფრო ძლიერები….თუმცა ზამთარი დიდი გამოწვევაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ მათ შორის ფინანსებზეც. იცით, ეს სერიოზული გამოწვევაა — დეფიციტი. ფინანსები ყველაფრისთვის: ჩვენი სამხედროებისთვის, ჰუმანიტარული საკითხებისთვის და ჩვენი თავდაცვის წარმოებისთვის. ანუ ყველა ეს საკითხი ძალიან, ძალიან აქტუალურია.”
🗣️ სტივ ვიტკოფი: „ჩვენ ჯერ პუტინთან შესახვედრად ჩავედით; გვჭირდებოდა გაგვეგო, თუ რა პოზიციაზე იდგა ის. მასთან კარგი, კონკრეტული საუბრები გვქონდა, რის შესახებაც ზელენსკის შევატყობინეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ აქ კარგი გადაწყვეტა იქნება“.
10
2
1September 6, 2026 619