სტივ უიტკოფი: 📌 “ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილნი და მზად ვართ… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇸 სტივ უიტკოფი:

📌 “ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილნი და მზად ვართ, ვაგრძელოთ მუშაობა იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება… ჩვენ აქ დროს შესანიშნავად ვატარებთ, ხოლო მასპინძლობა შეუდარებელია.
პრეზიდენტს სურდა, რომ მე და ჯარედი აქ ჩამოვსულიყავით. ჩვენ ფანტასტიკური მგზავრობა გვქონდა, მატარებლით ვიმგზავრეთ და როგორც აღნიშნეთ, ეს მართლაც აღფრთოვანებას იწვევდა.”

📢🇺🇸🇺🇦 “ტრამპს სურს არა მხოლოდ ომის დასრულება, არამედ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნა”, — ჯარედ კუშნერი. ტრამპმა გასცა განკარგულება, მომზადდეს სამშვიდობო პაკეტი.”

🟥 აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და უკრაინელ ხალხს თბილი მიღებისთვის და გადასცა პრეზიდენტ ტრამპის პატივისცემის გამომხატველი სიტყვები—— კუშნერის თქმით, ტრამპი ისწრაფვის არა უბრალოდ ომის შეჩერებისკენ, არამედ უკრაინასა და რუსეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის პირობების შექმნისკენ.

🇺🇦 ზელენსკი:

📌 “მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდებს, ამერიკულ გუნდს. ჩვენ უკვე გვქონდა განხილვის ორი პანელი, პრესასთან ცოტა მოგვიანებით გამოვალთ და ყველა ჯგუფთან გვექნება კომუნიკაცია.”

📌 “დონბასის საკითხი მთელი ამ ომის საკითხია.
როგორც ჩანს, ომი ზამთარშიც გაგრძელდება….”


⚔️ “ომი ზამთრამდე არ დასრულდება — კიევი უკვე ემზადება რთული პერიოდისთვის, — FINANCIAL TIMES

💬 მოლიპარაკებები არ იძლევა ომის სწრაფი დასრულების მოლოდინის საფუძველს. ამერიკელმა წარმომადგენლებმა, ვიტკოფმა და კუშნერმა, განახლებული წინადადებები ჩამოიტანეს, თუმცა «სამშვიდობო გარღვევა” არ არის.

🔹 საკვანძო საკითხად კვლავ რჩება დონბასზე უკრაინის კონტროლი. ამავდროულად, აშშ უკვე განიხილავს ზელენსკისთან უკრაინის დახმარებას ზამთარში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების სავარაუდო ზრდის ფონზე.
👍31❤3
September 6, 2026 1.2K