🇺🇦 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა:
📌 “რა ყალბ რუკებსაც არ უნდა უჩვენებდნენ რუსი გენერლები პუტინს, ბრძოლის ველზე არსებული რეალობა ამტკიცებს, რომ ის ვერ იგებს და ვერც მოიგებს ამ ომს. რუსეთის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობისა და უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გათვალისწინებით, რუსეთისთვის ვითარება მხოლოდ გაუარესდება.”
📌 “2026 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ და უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს შორის საერთო ბალანსმა შეადგინა +5 კმ².”
📌 “რუსეთმა გასულ თვეს სულ მცირე 42 000 ოკუპანტი დაკარგა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით — რაც მთელი ომის განმავლობაში ყოველთვიური დანაკარგების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.”
📌 “მხოლოდ 2026 წლის აგვისტოში, რუსული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე წარმატებით განხორციელდა უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ რეკორდული- 70 დარტყმა (ხუთით მეტი, ვიდრე ივლისში).”
📌 “2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, რუსეთის ისედაც ნელი დაწინაურების საშუალო ტემპი 3,5-ჯერ უფრო დაბალი იყო, ვიდრე 2025 წელს. მიმდინარე წელს რუსეთმა უკრაინის დამატებითი ტერიტორიის 0,2%-ზე ნაკლები დაიკავა”.

43
5
1September 6, 2026 1.2K 1