ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის უფროსი… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

❗️❗️❗️ ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ფრენსის ფუკუიამა დონალდ ტრამპის კეთილგანწყობასა და “სიყვარულზე” რუსეთის მიმართ:


📌 “ტრამპი მოსკოვში 1980-იან წლებში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ჩავიდა. მოგვიანებით მან ათობით ათასი დოლარი დახარჯა New York Times-ის რეკლამებში, სადაც ამტკიცებდა, რომ ცივი ომის დაპირისპირებაში ბრალი ნატოს მიუძღოდა, რომ ნატო არ უნდა დაგვეფინანსებინა ( ამერიკელებს) და ის ბოლო თეთრამდე გვძარცვავდა”….


📌 „ტრამპი ათწლეულების განმავლობაში ჯერ პროსაბჭოთა, შემდეგ კი პრორუსულ პოზიციას იჭერდა. ეს უცნაური ამბავია. რეალურად არავის ესმის, რატომ მოხდა ასე, თუმცა ეს მისი უცვლელი თემაა. ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ მას უკრაინის მიმართ მეტი სიმპათია გაუჩნდა.
ის გაღიზიანებულია, რადგან ფიქრობდა, რომ რუსები უკრაინას დაამარცხებდნენ და უკმაყოფილოა, რომ ამას მხარეები შეთანხმებამდე არ მიუყვანია. თუმცა, მას მხარე არ შეუცვლია”.
👍34💯16❤3
September 4, 2026 1K 2