გერმანიაში კომოანიების, Airlogix-ისა და Auterion-ის ერთობლივი… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇩🇪🇺🇦 გერმანიაში კომოანიების, Airlogix-ისა და Auterion-ის ერთობლივი საწარმოს ობიექტებზე დაიწყო უკრაინისთვის 5,000-ზე მეტი შორ მანძილზე მოქმედი დამრტყმელი დრონის წარმოება- პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით €300 მილიონ ევროს შეადგენს და გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსდება.

🔹 კონტრაქტის დასრულება დაგეგმილია 2027 წლის შუა პერიოდისთვის, მიუნჰენის მახლობლად და აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ქარხნებში. უპილოტო საფრენი აპარატების მოდელები, რომლებიც იწარმოება, არის საშუალო მანძილზე მოქმედი Seth-X და 1,500 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე Anubis. Airlogix უზრუნველყოფს ტექნიკურ ნაწილსა (Hardware) და პლანერს, ხოლო Auterion — პროგრამულ უზრუნველყოფასა და ოპერაციულ სისტემას; დრონებში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი, რაც რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) პირობებში ოპერირების საშუალებას იძლევა.
🔥48👍25🍾5❤3
September 4, 2026 1.6K 2