რუსეთის ქალაქ ტიუმენში საწვავის მწვავე დეფიციტია, რასაც თან ახლავს… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🟥 რუსეთის ქალაქ ტიუმენში საწვავის მწვავე დეფიციტია, რასაც თან ახლავს
ადგილობრივი მძღოლების უკმაყოფილება, რომელიც მათ ერთმანეთთან ხელჩართულ დაპირისპირებამდეც კი უბიძგებს…

🔹 ახალგაზრდა ქალი ავტომობილიდან ემოციურად საუბრობს იმის შესახებ, რომ ქალაქში საწვავის იშვიათობაა და ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი პრაქტიკულად აღარ არის. იგი აღნიშნავს, რომ წინა დღეს რიგში 40 წუთი იდგა, თუმცა საწვავი უშუალოდ მის რიგამდე ამოიწურა, ხოლო მომდევნო დღეს „გაზპრომის“ ავტოგასამართ სადგურზე ერთსაათიანი ლოდინის შემდეგაც იგივე განმეორდა. ქალი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ საზოგადოება და მედია მეორეხარისხოვანი თემებით არის დაკავებული მაშინ, როდესაც ქალაქი საწვავის გარეშეა დარჩენილი.

◼️ ვიდეოს შემდეგ მონაკვეთზე კი ჩანს გზის პირას, ავტოგასამართ სადგურთან მდგარი ავტომობილების გრძელი რიგი. კადრების ავტორი, რომელიც სატვირთო ავტომობილს მართავს, ირონიული სიმღერითა და გინებით აღწერს შექმნილ სიტუაციას. იგი ხაზს უსვამს, რომ „ნავთობისა და გაზის დედაქალაქად“ წოდებულ ტიუმენში საწვავის არარსებობა აბსურდულია და ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, ხოლო რიგში მდგომ მძღოლებს მოთმინებასა და წარმატებას უსურვებს….
❤4👏3
September 2, 2026 246