🇵🇱პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ WB Electronics-ის დრონების კომპონენტების საწარმოში 31 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი განზრახ ჩადენილი დივერსია იყო—-
🏭ქარხანა აწარმოებს კომპონენტებს FlyEye-სა და Warmate-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, რომლებსაც პოლონეთი და უკრაინა იყენებენ.
📌 „ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო განზრახ გაჩენილი ხანძარი, ანუ დივერსიული აქტი“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
◼️ გამომძიებლები უცხოური დაზვერვის სამსახურის შესაძლო მონაწილეობას სწავლობენ, ხოლო გავრცელებული ცნობებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს ობიექტზე ნიღბიანი პირის შეჭრა.
◼️ ზარალი სულ მცირე $4 მილიონ დოლარად ფასდება, დაშავებულები არ არიან.
არც ერთ ეჭვმიტანილს ბრალი არ წარდგენია, ხოლო რუსეთის შესაძლო მონაწილეობა გამოძიების პროცესშია.

24
1September 2, 2026 825