უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, СБУ-მ იმ სპეცოპერაციის დეტალები… — ალფა სიხშირე/ Alpha Frequency — TG.ME

🇺🇦უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, СБУ-მ იმ სპეცოპერაციის დეტალები გაასაჯაროა, რომლის დროსაც რუსეთის ФСБ-ს მიერ მომზადებული ტერაქტი აღიკვეთა—-

🔹 ჩხრეკისას, ერთ-ერთ მისამართზე, პირთა ჯგუფმა СБУ-ს ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. თავდამსხმელებმა ავტომობილებით სამართალდამცველების გადაადგილების გზა ჩაკეტეს.

🔹. თავდასხმის აღსაკვეთად СБУ-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფას“ სპეცდანაყოფი ჩაერთო. სამართალდამცველებმა იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც თავდამსხმელებს შორის არიან დაჭრილები ( 1 დაღუპულიც).

🔹 თავდამსხმელები დაკავებულნი არიან. СБУ-ში განაცხადეს, რომ ისინი შესაძლოა უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ დანაყოფს ეკუთვნოდნენ. დაკავებულებს ამოუღეს იარაღი და დოკუმენტები.

🔹 დაწყებულია წინასასამართლო გამოძიება. ამ ეტაპზე დგინდება მომხდარის ყველა გარემოება და თითოეული მონაწილის როლი.
🤯52❤3🤔3🤣3🔥2
September 2, 2026 1.8K 1