⛽️❌ რუსეთი დიზელის ექსპორტის აკრძალვას 30 სექტემბრამდე ახანგრძლივებს— მთავრობამ მწარმოებლებისთვის დიზელის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა უკრაინის მიერ გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისა და ქვეყნის შიგნით საწვავის დეფიციტის ფონზე.
🟥 საწვავის კრიზისი კი რუსეთში აქტიურად ვრცელდება...
🔺 რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ ეკატერინბურგში, საწვავის მწვავე დეფიციტით გამოწვეული მძიმე ვითარებააა- მძღოლები ვიდეოზე აფიქსირებენ ავტოგასამართ სადგურებთან არსებულ უსასრულო რიგებს, სადაც ავტომობილები საათობით დგანან ბენზინის მოსაპოვებლად, ხოლო ზოგიერთ კერძო სადგურზე საწვავის ფასმა კოლოსალურ ნიშნულს, ლიტრზე 100 რუბლს მიაღწია—- ერთ-ერთი ქალი ემოციურად აღწერს თავის გამოცდილებას და ამბობს, რომ უკვე მესამედ ცდილობდა მანქანის ავზის შევსებას, თუმცა უშედეგოდ. იგი ცრემლიანი თვალებით ჩივის, რომ მთელი დღე დაკარგა, ვეღარ მიდის სამუშაოზე, ვალიც კი ვერ გადაუხდია და ეშინია, რომ რიგში დგომის მიუხედავად, საწვავი უშუალოდ მის თვალწინ ამოიწურება.
📍სხვა მძღოლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხელისუფლების განცხადებებზე "დროებით სირთულეებთან" დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა უკვე ქრონიკულ ხასიათს იღებს. მოქალაქეები გაოგნებულნი არიან შექმნილი კრიზისით და აცხადებენ, რომ დილის 6 საათიდან უწევთ ქალაქში სიარული იმის იმედით, რომ სადმე ბენზინს მიაგნებენ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.
51
14
13
2August 29, 2026 1.9K 1