🇷🇺 🌾 რუსეთში, კერძოდ როსტოვის ოლქში, გუბერნატორ იური სლიუსარის განკარგულებით, საგანგებო ვითარება გამოცხადდა. მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ოლქიდან ვერ გააქვთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რაც გამოწვეულია უკრაინელების მიერ რუსეთის შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურასა და საზღვაო მიმოსვლაზე კამიკაძე დრონებით განხორციელებული დარტყმებით—-
🔻 როსტოვის ოლქის აგრარული სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მარცვლეულზე უპრეცედენტოდ, თვითღირებულებაზე უფრო დაბლა, დაეცა ფასები-
🔻 ალექსეი ჟდანოვი, როსტოვის ოლქის ფერმერული მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს: - „არანაირი ცვლილება არ მომხდარა. არ არის გადაზიდვები, არ არის მყიდველი, პორტები არ მუშაობს და მიზეზები კი ყველამ იცით. არც ნოვოროსიისკი, არც აზოვი და არც როსტოვი არ იღებს პროდუქციას. ფასი სასაცილო დონემდე დაეცა - 8000 რუბლი ტონა ხორბალზე დღგ-ს ჩათვლით. ეს ძალიან მცირე თანხაა, თვითღირებულებაზე უფრო დაბალი.
🔻" ფერმერებისთვის, რომლებიც მხოლოდ მოსავლის წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი, ეს კატასტროფაა. იყო მარცვლეულის ბაზრის წარმომადგენლების შეხვედრა, მაგრამ რაიმე დამაიმედებელი არაფერი თქმულა. მარცვლეულის ფასები საზღვარგარეთ იზრდება, მაგრამ გადაზიდვის საშუალება არ არის, რადგან ტერმინალები არ მუშაობს.“

65
19
15
6August 29, 2026 1.9K 1